Tuesday, July 18, 2017

ინტელის კურსის რეფლექსია

დღეს ინტელის კურსის მეცხრე დრეა. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე  მუშაობა და  მთლიანი საქაღალდე საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ.ამ ტრენინგმა ძალიან წინ წამწია ზოგადად კომპიუტერის სრულყოფილად დაუფლებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ავთო ცნობილაძეს. 

ინტელის პროექტი

Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მე-8 დღეს წარმოვადგინეთ საშინაო დავალება პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცია. შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები. სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული, ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე. დავათვალიერეთ  შეფასების რუბრიკები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე და პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების შეტანაზე.

Thursday, July 6, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

მეექვსე დღის ტრენინგზე ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე, გავეცანით web2 o tools პროგრამები, ვიმუშავეთ ელ ფოსტაზე, გავიხსენეთ წერილის გაგზავნა და მიღება, ასევე ფაილის შეკუმშვა და გაგზავნა. ვისაუბრეტ სათარგმნ  პროგრამაზე და მის გამოყენებაზე. ვიმუშავეთ სათარგმნ პროგრამაზე და მის გამოყენებაზე. ასევე განვიხილეტ google კალენდარი და მისი გამოყენება..შევისწავლეთ დოკუმენტის შექმნა, გაზიარება. ასევე შევისწავლეთ .კვლევის ფორმების შექმნა და გაზიარება.

Tuesday, June 27, 2017

კურსის რეფლექსია


                              ინტელის  ტრენინგების რეფლექსია




ინტელის ტრენინგი დავიწყეთ 2017 წლის 23 ივნისს. ხელმძღვანელი ავთო ცნობილაძე.ტრენინგის ყოველი დღე მიმდინარეობდა ნაყოფიერად. გავეცანით ტრენინგის მიზნებს.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს, პროექტის დაგეგმვას. ვისწავლეთ ელექტრონული საქაღალდის შექმნა, სადაც მოვათავსეთ ჩვენი რამდენიმე რესურსი. განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი. გავეცანოთ სასწავლო გეგმის შაბლონს,სხვის სასწავლო პორტფოლიოებს, მოვამზადეთ პუბლიკაცია შერჩეულ თემაზე.
მოდულ 2-ში აქტივობა3. შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.
მე-4 დღის რეფლექსია.
ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე, შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, ასევე  შევიძინე ბლოგზე  მუშაობის უნარ- ჩვევები, ვისწავლე თუ როგორ განვათავსო  მასზე სხვადასხვა მასალა